Skip to content
  • რჩეული
  • კალათა
  • კონტაქტი
  • კატალოგი
  • მთავარი
  • ჩემი გვერდი
viasmart
phone
დაგვიკავშირდით+995 595-07-37-37
Toggle Menu კატეგორიები
  • მობილური ტელეფონი
  • ტელევიზორებიგაფართოების
    • ტელევიზორი
    • ტელევიზორის საკიდი
  • კომპიუტერული ტექნიკაგაფართოების
    • პერსონალური კომპიუტერები
    • პლანშეტები
    • სათამაშო კონსოლები
    • ნოუთბუქები
    • მონიტორები
  • სარეცხი მანქანაგაფართოების
    • საშრობი მანქანები
    • სარეცხი+საშრობი მანქანები
    • სარეცხი მანქანა
    • ჩას. სარეცხის მანქანა
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანაგაფართოების
    • ჭურჭლის სარეცხი მანქანა
    • ჩას. ჭურჭლის სარეცხი მანქანა
  • მაცივარიგაფართოების
    • მაცივრები
    • ჩას. მაცივარი
    • საყინულე მაცივრები
  • კონდიციონერიგაფართოების
    • კონდიციონერი არა ინვერტორული
    • კონდიციონერი ინვერტორული
  • ღუმელებიგაფართოების
    • ელექტრო ღუმელები
    • მიკროტალღური ღუმელები
    • ჩას. ღუმელი
  • ჩასაშენებელი ტექნიკაგაფართოების
    • ჩას. ღუმელი
    • ჩას. ჭურჭლის სარეცხი მანქანა
    • ჩას. მიკროტალღური ღუმელი
    • ჩას. ზედაპირი
    • ჩას. გამწოვი
    • ჩას. სარეცხის მანქანა
  • სამზარეულო ტექნიკაგაფართოების
    • ყავის აპარატები
    • პოპკორნის აპარატები
    • ხორცსაკეპი მანქანები
    • პურის საცხობები
    • მულტსახარშები
    • წვენსაწურები
    • ტოსტერები
    • ყავის საფქვავი
    • ფრის აპარატები
    • უთოები
    • ჩოფერები
    • ჭურჭელი
    • ხილის საშრობები
  • სახლისთვისგაფართოების
    • წვერსაპარსი
    • მტვერსასრუტები
    • გაზქურა
    • გამწოვები
    • უთოები
  • გამათბობელიგაფართოების
    • გაზის გამათბობელი
    • ცენტრალური გამათბობელი
  • მთავარი
  • ყველა პროდუქტი
  • კონტაქტი
  • წესები და პირობები
  • მიწოდების პირობები
Free shipping on orders over $100!
viasmart
Account

ნივთის შეცვლა ან დაბრუნება

ძვირფასო მომხმარებელო, მოვაჭრის ვებგვერდის გამოყენებისას ივარაუდება, რომ თქვენს მიერ წაკითხული, გაგებული და მიღებულია პროდუქციის შეკეთების/გადაცვლის/დაბრუნების პოლიტიკა და იგი წარმოადგენს თქვენსა და მოვაჭრეს შორის დადებული სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას.

ვებგვერდი – მოვაჭრის ვებგვერდი – ViaSmart.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებელთა მომსახურება;

პროდუქცია – მოვაჭრის სავაჭრო ქსელში არსებული პროდუქცია;

პროდუქციის შეძენა – პროდუქციის ონლაინ შეძენა;

მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ვებგვერდზე რეგისტრაციის გზით ეთანხმება წინამდებარე პროდუქციის შეკეთების, გადაცვლის და დაბრუნების პოლიტიკას ან/და აწარმოებს კომუნიკაციას მოვაჭრესთან პროდუქციის შეძენის მიზნით;

ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე პროდუქციის შეკეთების, გადაცვლის და დაბრუნების პოლიტიკას (მის დანართებს), ვებგვერდის მოხმარების, ონლაინ შეძენის, ონლაინ განვადების, მიწოდების, საგარანტიო მომსახურების, TAX  FREE სერვისით სარგებლობის წესებსა და  პირობებს, კონფიდენციალობის პოლიტიკას და მისი ვადა განისაზღვრება ნივთის საგარანტიო ტალონით განსაზღვრული ვადით.

 

ძირითადი დებულებები

 

პროდუქციის შეცვლა/დაბრუნებასთან, მათ შორის უპირობო დაბრუნებასთან დაკავშირებული კომუნიკაცია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის წარმოებს შეტყობინების გაგზავნის გზით ელექტრონულ ფოსტაზე: info@viasmart.ge. 

 

კანონისმიერი გარანტია

 

  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
  • საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  • საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
  • საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
  • მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

ხელშეკრულებაზე უარის თქმა (ნივთის უპირობოდ დაბრუნების პირობები)

 

  • მომხმარებელი უფლებამოსილია 14 კალენდარული დღის განმავლობაში უარი თქვას ხელშეკრულებაზე მოვაჭრისთვის შეტყობინების გაგზავნის გზით, რომელიც გულისხობს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ განაცხადის (იხ. დანართი 1) შევსებასა და ელექტრონულად გადაგზავნას მოვაჭრის ელ.ფოსტაზე: info@viasmart.ge.
  • ნივთის უპირობო დაბრუნების 14 დღიანი ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა):
    • ნივთის მფლობელობაში მიღებისთანავე;
    • მომხმარებლის მიერ ნივთების ნაწილ-ნაწილ შეკვეთისას ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებისთანავე;
    • განსაზღვრული პერიოდულობით (რეგულარურად) ნივთების მიწოდებაზე შეთანხმებისას, ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებისთანავე.

 

  • ნივთის უპირობო დაბრუნების უფლებით სარგებლობისას მომხმარებელი ვალდებულია ხელშეკრულებაზე უარის თქმის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან შემდეგი 7 კალენდარული დღის განმავლობაში დააბრუნოს ნივთი, თავად გასწიოს ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი და შეასრულოს შემდეგი პირობები:
    • დაფაროს ნივთის მიწოდებისთვის მოვაჭრის მიერ გაღებული ხარჯი, თუ მან მოვაჭრის მიერ შეთავაზებულ სტანდარტული მიწოდებაზე უფრო ძვირ მიწოდებაზე გააკეთა არჩევანი;
    • გადაიხადოს ნივთის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობა, რაც შეადგენს მომხმარებლის მიერ ნივთის შეძენისას  და მისი დაბრუნებისას არსებულ ფასთა შორის სხვაობას და რაც განპირობებულია  ნივთით სარგებლობით   (ნივთის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან დაკავშირებული სარგებლობის გარდა). ამასთან, შენარჩუნებულ უნდა უნდა იყოს ნივთის კომერციული სახე, ხოლო  ქარხნული შეფუთვის/ყუთის გახსნა ნივთის დათვალიერების მიზნით არ ჩაითვლება ყუთის დაზიანებად;
    • დააბრუნოს ნივთი სრული კომპლექტაციით (აქსესუარები, ყურსასმენი,კაბელი, დამტენი და ა.შ.), ასევე, ნივთის შეძენისას მოქმედი აქციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფარგლებში მოვაჭრისგან საჩუქრად მიღებული ნივთი (აქსესუარი  და ა.შ.) ან სასაჩუქრე ბარათი (ვაუჩერი).
  • ნივთის უპირობო დაბრუნებისას მომხმარებლის ზემოხსენებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მოვაჭრე იტოვებს უფლებას მომხმარებელს დაუბრუნოს ნივთის ნასყიდობის თანხა შესაბამისი ოდენობის თანხების  გამოკლებით.
  • მომხმარებლის ხელშეკრულებაზე ურის თქმის უფლება (ნივთის დაბრუნების უფლება) არ გავრცელდება შემდეგ შემთხვევებში:
    • ნივთის ფასი არ აღემატება 30 ლარს;
    • ნივთის ფასი დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ვადაში ფინანსურ ბაზარზე კომპანიის კონტროლს მიღმა არსებული ცვლილებებით;
    • ნივთი დამზადდა მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით;
    • მიწოდებული ნივთი არის დალუქული აუდიოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
    • მიწოდების შემდეგ დაირღვა მიწოდებული ნივთის ჰერმეტულობა და მისი დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან/და ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
    • მიწოდებისას მიწოდებული ნივთი განუყოფლად შეერწყა სხვა ნივთს;
    • მიწოდების შემდეგ ნივთის გარეგნული სახე შეცვლილია/დაზიანებულია;

 

  • მომხმარებელთა საყურადღებოდ:
    • თქვენს მიერ დასაბრუნებლად გამოგზავნილი ნივთების ჩვენთვის გადმოცემამდე მათი დაზიანების, დაკარგვისა თუ განადგურების რისკი თქვენს პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
    • ნივთების დაბრუნებისას მათი დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, დარწმუნდით, რომ ნივთი სათანადოდ (უსაფრთხოდ) არის შეფუთული;
    • ფოსტით ნივთის გამოგზავნისას გთხოვთ შეინახოთ ფოსტის მიერ თქვენთვის გადმოცემული დოკუმენტები, მათ შორის: ქვითრები და ფოსტით გამოგზავნისას საფოსტო გზავნილის დოკუმენტი;

 

  • მომხმარებლის მიერ ნივთის წინამდებარე პირობების გათვალისწინებით დაბრუნებისას, მოვაჭრე ვალდებულია მომხარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

 

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე;

დამატებითი საგარანტიო პირობები

 

  • ნივთის მომხმარებლისთვის გადაცემისას, ის ვალდებულია დაათვალიეროს/შეამოწმოს ნივთის გარეგნული მდგომარეობა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ნივთს არ გააჩნია ვიზუალური წუნი.
  • ნივთის მომხმარებლისთვის გადაცემასთან ერთად მასზე გადადის მისი შემთხვევით დაღუპვის (განადგურების), გაფუჭების ან დაზიანების რისკი იმ შემთხვევაშიც თუ, მას მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის. ხსენებული რისკები მომხმარებელზე გადავა ნივთის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან.
  • იმ შემთხვევვაში, თუ საგარანტიო პირობების ფარგლებში, მომხმარებლის მიერ განხორციელდა ცრუ გამოძახება, მომხმარებელი ვალდებულია, მოვაჭრეს გადაუხადოს ცრუ გამოძახების საფასური 30 ლარი.
  • საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საგარანტიო მომსახურება უფასოა.
  • ნივთის შემოწმება (დიაგნოსტირება) განხორციელდება პრეტენზიის დაფიქსირებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.
  • ნივთის შეკეთების ვადა განისაზღვრება შესაკეთებელი ნივთის სერვისცენტრის წარმომადგენლისთვის გადაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნივთის შეკეთებისთვის აუცილებელი ნაწილები/დეტალები საჭიროებს უცხო ქვეყნიდან საქართველოში მოწოდებას, რა დროსაც ხსენებული ვადა განისაზღვრება 60 (სამოცი) კალენდარული დღით.
  • ნივთის შეცვლა ხდება იგივე ნივთით და თუ ეს შეუძლებელია, მომხმარებლის თანხმობით, მეტი (მომხმარებლის მიერ ფასის სხვაობის დაფარვით) ღირებულების სხვა ნივთით.
  • შეცვლისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება მისი შეძენისას არსებული ღირებულებით.
  • ,,Panasonic’’-ის ბრენდის ნივთებზე მოქმედებს 3 (სამი) წლიანი გარანტია.
  • კომპანიის დამატებითი (კომერციული) საგარანტიო პირობა მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და არ ზღუდავს ,,მომხმარებლის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონით მომხმარებლისთვის მინიჭებულ უფლებებს.

 

საგარანტიო მომსახურებას (გარანტიას) არ ექვემდებარება:

  • თუ საგარანტიო ვადა ამოწურულია
  • თუ საგარანტიო ტალონი დაკარგულია ან მასში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება
  • ნივთის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი/იმეი კოდი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება
  • დაზიანება გამოწვეულია პლომბის ან ლუქის მოცილებით
  • დაზიანება გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით
  • დაზიანება გამოწვეულია ცვალებადი, მაღალი ან დაბალი ელ.ენერგიის მიწოდებით
  • დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით ან მომხმარებლის ბრალეულობით მექანიზმის დანესტიანებით
  • დაზიანება გამოწვეულია ნივთის დაშლის (გახსნის) ან/და თვითნებური შეკეთების შედეგად
  • სხვა გარეშე პირების მიერ ჩატარდა სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება
  • დაზიანება გამოწვეულია ნივთის კონსტრუქციაში თვითნებური ცვლილებების შეტანის შედეგად
  • შეძენილი ტექნიკა იქნა გამოყენებული კომერციული და სამეწარმეო მიზნებისთვის
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილის მიერ

სხვა პირობები

მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან სრულწლოვანი ფიზიკური პირი;
  • გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, წინამდებარე პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
  • მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ დაეთანხმოს  და შეასრულოს წინამდებარე პირობები და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • გაეცნო წინამდებარე  პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
  • მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
  • მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
  • შეთანხმების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
  • მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
  • იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს;
  • მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
  • კომპანია ხელშეკრულებას დებს მომხმარებელთან წინამდებარე შეთანხმების დებულებათა გათვალისწინებით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ განაცხადი (უკან დაბრუნების განაცხადი) დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა (არ იგულისხმება ყუთის გჰახსნა საქონლის შემოწმების მიზნით) ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი. ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი. დარწმუნდით, რომ პროდუქტის ორიგინალური შეფუთვა ხელუხლებელია. გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.

დანართი #1  

ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნების ფორმა

 

შეკვეთის ნომერი:                    ___________________

შკევეთის  თარიღი:                   ___________________

შეკვეთის მიღების თარიღი:  ___________________

დასაბრუნებელი პროდუქტის დასახელება/რაოდენობა : ___________________

______________________________________________________________________

მომხმარებლის სახელი/გვარი:         ___________________

მომხმარებელის პირადი ნომერი:      ___________________

მომხმარებლის მისამართი:    ___________________

მომხმარებლის საკონტაქტო ნომერი/ელ.ფოტის მისამართი:  ______________

______________________________________________________________________

დაბრუნების მიზეზი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:   _____________________

_______________________________________________________________________

 

 

ფორმის შევსების თარიღი:————————————-

 

მომხმარებლის ხელმოწერა:—————————————————-

შევსებული ფორმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ვიასმარტის მეილზე info@viasmart.ge

+995 595-07-37-37

  • ორშ-პარ:10:00 - 20:00
  • შაბ-კვ:10:00 - 18:00

info@viasmart.ge

დაწვრილებით+ ნივთის შეცვლა ან დაბრუნება

ინფორმაცია ჩვენზე

  • ჩვენს შესახებ
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • მიწოდების პირობები
  • კონტაქტი

მოთხოვნადი

  • ტელევიზორები
  • სარეცხი მანქანები
  • მაცივრები
  • მობილური ტელეფონები
  • ჩას. ტექნიკა

შეკვეთები და დაბრუნება

  • ჩემი შეკვეთბი
  • მიწოდების სერვისი
  • სერვის ცენტრები
  • ნივთის შეცვლა ან დაბრუნება

საუკეთესო ფასები

ხარისხიანი მიწოდება

საავტორო უფლებები © 2026 ViaSmart.ge ყველა უფლება დაცულია.

Facebook

Share

დაგავიწყდათ პაროლი?


არ გაქვთ ანგარიში? დარეგისტრირდით

კალათა

თქვენი კალათა ცარიელია

არ არის პროდუქტი კალათაში. წავიდეთ, შევავსოთ კალათა პროდუქტით!

დავიწყოთ ახლავე
აირჩიეთ ველები უნდა იყოს ნაჩვენები. სხვა იქნება დამალული. Drag and drop rearrange მიზნით.
  • გამოსახულება
  • SKU
  • რეიტინგი
  • ფასი
  • საფონდო
  • ხელმისაწვდომობა
  • კალათაში დამატება
  • აღწერა
  • შინაარსი
  • წონა
  • ზომები
  • დამატებითი ინფორმაცია
დააჭირეთ გარეთ დამალვა შედარებით ბარი
შეადარეთ
Scroll to top
  • მთავარი
  • ყველა პროდუქტი
  • კონტაქტი
  • წესები და პირობები
  • მიწოდების პირობები
  • მობილური ტელეფონი
  • ტელევიზორები
    • ტელევიზორი
    • ტელევიზორის საკიდი
  • კომპიუტერული ტექნიკა
    • პერსონალური კომპიუტერები
    • პლანშეტები
    • სათამაშო კონსოლები
    • ნოუთბუქები
    • მონიტორები
  • სარეცხი მანქანა
    • საშრობი მანქანები
    • სარეცხი+საშრობი მანქანები
    • სარეცხი მანქანა
    • ჩას. სარეცხის მანქანა
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანა
    • ჭურჭლის სარეცხი მანქანა
    • ჩას. ჭურჭლის სარეცხი მანქანა
  • მაცივარი
    • მაცივრები
    • ჩას. მაცივარი
    • საყინულე მაცივრები
  • კონდიციონერი
    • კონდიციონერი არა ინვერტორული
    • კონდიციონერი ინვერტორული
  • ღუმელები
    • ელექტრო ღუმელები
    • მიკროტალღური ღუმელები
    • ჩას. ღუმელი
  • ჩასაშენებელი ტექნიკა
    • ჩას. ღუმელი
    • ჩას. ჭურჭლის სარეცხი მანქანა
    • ჩას. მიკროტალღური ღუმელი
    • ჩას. ზედაპირი
    • ჩას. გამწოვი
    • ჩას. სარეცხის მანქანა
  • სამზარეულო ტექნიკა
    • ყავის აპარატები
    • პოპკორნის აპარატები
    • ხორცსაკეპი მანქანები
    • პურის საცხობები
    • მულტსახარშები
    • წვენსაწურები
    • ტოსტერები
    • ყავის საფქვავი
    • ფრის აპარატები
    • უთოები
    • ჩოფერები
    • ჭურჭელი
    • ხილის საშრობები
  • სახლისთვის
    • წვერსაპარსი
    • მტვერსასრუტები
    • გაზქურა
    • გამწოვები
    • უთოები
  • გამათბობელი
    • გაზის გამათბობელი
    • ცენტრალური გამათბობელი
Search